პოლიტიკა
"ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის ხელშეკრულება ფუნდამენტურად ცვლის ვითარებას" - თამარ ბერუჩაშვილი
რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოკავშირეობის შეთანხმება ფუნდამენტურად ცვლის ვითარებას - ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაა.თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საკითხზე საჭიროა მეტი რეაგირება და მეტი ინფორმირებულობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რადგან ე.წ. ალიანსისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებები საფრთხის შემცველია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის. „პრიორიტეტი არის ის, რომ მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა და დეტალურად ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს არ არის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელზეც საუბრობს რუსეთის ფედერაცია, არამედ ეს ფუნდამენტურად ცვლის სიტუაციას რეგიონში და ეს არის გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. თამარ ბერუჩაშვილი ასევე აცხადებს, რომ ამ საკითხზე საჭიროა ძალიან ბევრი დისკუსია და ლაპარაკი და ამ მიზნით, ქართული დელეგაცია სპეციალურ კონფერენციასაც მოიწვევს.
Print