პოლიტიკა
ბრიუსელი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის ემზადება
18 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას კენჭს უყრის. მანამდე კი პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. უკრაინისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს წინასწარ მოულოცეს წარმატებული რატიფიცირება. „ვიმედოვნებ, რომ ევროპარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიკაციას, რადგან ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ. მჯერა, რომ საქართველომ რეფორმების კუთხით უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს დასაწყისია და არა დასასრული და სერიოზული დრო დასჭირდება ყველა რეფორმის გასატარებლად. იმედი მაქვს, რომ შესაძლოა რიგის სამიტზე არა, თუმცა საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ იყოს უფრო ახლოს ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხზე გვაქვს დისკუსია საქართველოს მთავრობასთან, სასამართლოს თემასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების ზოგიერთ ასპექტზე, თუმცა საქართველო და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნებია და თქვენს მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ,” - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეგდარს რინკევიჩმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ის ბრიუსელში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და წინასწარ მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება.
Print