პოლიტიკა
ჯებ ბუში აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს
ჯებ ბუში შეერთებული შტატების პრეზიდენტობის იბრძოლებს. უმცროსი ჯორჯ ბუშის ძმა და უფროსი ჯორჯ ბუშის შვილი რესპუბლიკური პარტიის სახელით 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. აქტიურ კამპანიას ის იანვრიდან შეუდგება.ახალი წლიდან ჩამოაყალიბებს პოლიტიკურ კომიტეტს, რომელიც საარჩევნო კამპანიას ორგანიზებას გაუწევს. ვიდრე ბუში პარტიის ოფიციალური კანდიდატი გახდება, მან შიდაპარტიულ კონკურენტები უნდა დაამარცხოს. სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას რესპუბლიკელებიდან კვლავ აპირებენ მიტ რომნი, კრის კრისტი და რენდ პოლი. დემოკრატიული პარტიიდან კი პრეზიდენტობისთვის ბრძოლის სურვილი ჰილარი კლინტონმა გამოთქვა.
Print