პოლიტიკა
”ნაციონალებმა" დაარეგისტრირეს კანონპროექტი,რომელიც პენსიების მატებას ეხება
,,ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის ბიუროში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გრძელვადიან უპროცენტო კრედიტებს და პენსიების მატებას ეხება.როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაჩიძემ განაცხადა, კანონპროექტების განხილვა თებერვალში გაიმართება.  „უფასო ფულის შესახებ და პენსიის ზრდის შესახებ დაპირებები ჩვენ არ გაგვიცია, ეს დაპირებები გასცა ბიძინა ივანიშვილმა და თუ მათ არ ახსოვთ ჩვენ შევახსენებთ. თუ დაცინვა უნდოდათ ამის საშუალება მათ ჰქონდათ თავის ლიდერის მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში. ცოტა უფრო მნიშვნელოვნად უნდა მოეკიდონ ამ საკითხს," - განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გოგა ხაჩიძემ.
Print