პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი პატიმრების მორიგ შეწყალებას გეგმავს
საახალწლოდ საქართველოს პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებას გეგმავს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა,რომ  კომისიის სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება.  "რადგან სხდომა ჩაინიშნა, სავარაუდოდ პრეზიდენტი საახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ. 
მისივე თქმით, ამ დროისათვის შეწყალების კომისიაში არსებით განხილვაზეა 225 პატიმრის განაცხადი,  რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. თუმცა,  კომისიაში არის ისეთი პატიმრების საქმეებიც, რომლებიც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. 
Print