პოლიტიკა
ევროპარლამენტმა მოსკოვს სოხუმთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება მოსთხოვა
ევროკავშირთან საქართველოს ასოციაცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, გასულ ოთხშაბათს სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი დამატებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზეც. ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში გმობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" დადებულ ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და რუსეთს ხსენებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერფაქსი" ავრცელებს.
Print