პოლიტიკა
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება
სომხეთში სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ახალი ხიდის აშენების შესახებ დოკუმენტი ოფიციალურად არის გაფორმებული. შეთანხმებას ერევანში ქართული მხრიდან ხელი ეკონომიკის მინისტრმა მოაწერა. ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სომხეთში ერთდღიანი ვიზიტის დროს გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ქართულ-სომხური სამუშაო ჯგუფებს შორის კომისიის შეხვედრა. „დღეს გაიმართა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ მას შემდეგ, რაც 1 იანვრიდან სომხეთში ძალაში შედის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შედეგად ახალი რეგულაციები,” - განაცხადა მინისტრმა.
Print