პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას ეკონომიკის ვარდნაში ადანაშაულებს

საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა. უმცირესობის წარმომადგენელის განცხადებით, 2014 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით ჩავარდნა აღინიშნება. დეპუტატმა აქცენტი ქართული ოცნების დაპირებაზეც გააკეთა, რომლის მიხედვითაც ექსპორტის წახალისება მოხდებოდა. მისი განცხადებით, ნოემბრის თვეში ეს მაჩვენებელი 35 პროცენტითაა შემცირებული.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფომ ასობით მილიონი ლარი ჩადო და გასული წლის სექტემბერ-იანვარის მონაცემები წლევანდელ წელს რომ შევადაროთ, ზრდა მხოლოდ 1,3 %-ია.

ჯაფარიძემ ასევე ილაპარაკა ხელისუფლების კიდევ ერთ პრიორიტეტზე - განათლებაზე და აღნიშნა, რომ 3-ჯერ გაიზარდა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.

Print