პოლიტიკა
ერგნეთში წინასაახალწლო ბაზრობა იმართება
ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ერგნეთში ერთდღიანი ბაზრობა გაიხსნა  აქციას ორგანიზებას კავშირი "მომავლის ცხინვალი" უწევს. 
როგორც კავშირი "მომავლის ცხინვალის" თავმჯდომარემ, მარინა მეშვილდიშვილმა განაცხადა, ბაზრობა ერთდღიან აქციას წარმოადგენს და მას არანაირი კავშირი არ აქვს ამავე სოფელში, 11 წლის განმვალობაში, 1993 წლიდან 2004 წლამდე მოქმედ სავაჭრო სივრცესთან, რომელიც ერგნეთის ბაზრობის სახელით იყო ცნობილი და კონტარბანდული ტვირთების ბრუნვასთან ასოცირდებოდა.  ორგანიზატორების განცხადებით, ერთდღიანი ბაზრობა ჰუმანიტარულ აქციას წარმოადგენს და ადგილობრივების, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.  ერგნეთში დღესვე მთელი დღის განმავლობაში თბილისიდან ჩასული სხვადასხვა პროფილის ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცნო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. დღის ბოლოსთვის კი სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მასშტაბური კონცერტია დაგეგმილი.  ბაზრობაში და სხვა ღონისძიებებში მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს მონაწილებას. რაც შეეხება ოკუპირებული სამხერთ ოსეთის მოსახლეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მონაკვეთზე გამარტივებული მიმოსვლა დაშვებული არ არის, ამ მოქალაქეებს ერგნეთში გადმოსვლის შესაძლებლობა არ მიეცემათ. 
Print