პოლიტიკა
2014 წელი გამორჩეული იყო ისტორიული მიღწევებით - ირაკლი ალასანია
პოლიტიკური რღვევა მმართველ უმრავლესობაში წელს "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლით დაიწყო. პარტიის წევრმა სამმა მინისტრმა კაბინეტი დატოვა, საკანონმდებლო დონეზე მათ ოპოზიციაში გადასვლას დელეგაციებში კვოტების გადანაწილებაზე ხმაური მოჰყვა. ოპოზიციაში გადასული ”თავისუფალი დემოკრატები” პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდნენ. „მინდა მადლობა ერთად გადავუხადოთ განვლილ 2014 წელს, რომელიც გამორჩეული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ისტორიული მნიშვნელობის მიღწევით, როგორიც იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ვისურვებდი, რომ მომავალი წლიდან აღარ იყოს საქართველოში ისეთი შემთხვევები, როდესაც უდანაშაულო ადამიანები უსამართლოდ აღმოჩნდებიან ციხეში, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური დევნა აღარ იყოს მომავალი წლიდან ჩვენს ქვეყანაში,” - აცხადებს ირაკლი ალასანია.
Print