პოლიტიკა
გერმანიის ვიცე-კანცლერი- რუსეთის დასუსტება საფრთხის შემცველია

„სანქციების გაძლიერებით რუსეთის დასუსტება მთელი ევროპისათვის საფრთხის შემცველია“, - განცხადება ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა გააკეთა.

როგორც გამოცემა „ბოლდთან“ ინტერვიუში გაბრიელმა განაცხადა, ვისაც რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო დასუსტება სურს, სრულიად განსხვავებულ ინტერესებს ახორციელებს.

ვიცე-კანცლერის აზრით, რუსეთის დესტაბილიზაციის მოსურნეები მთელი ევროპისათვის სახიფათო სიტუაციის პროვოცირებას ახდენენ, რაც გერმანიისა და ზოგადად, ევროპის ინტერესებში არ შეიძლება იყოს.

ზიგმარ გაბრიელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად სანქციების დაწესება რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ისახავს მიზნად და არა მის დაჩოქებას.

Print