პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა
ვახტანგ გომელაური- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია.   ის  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.  ვახტანგ გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობას.  მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობამდე გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო დაცვის პოლიციაში 2002 წლიდან მუშაობდა.  შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 
Print