პოლიტიკა
ემზარ კვიციანი შესაძლოა ხვალ გაათავისუფლონ

ემზარ კვიციანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას  მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,  რომელიც ამბობს,  რომ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის  მიმართ  ამჟამად  ძალაში მყოფი განაჩენი რეალობის არაადეკვატურია.

„კვიციანის მიმართ ძალიან არაობიექტური გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი სასამართლოს.  გარკვეული შეცდომები, გარკვეული გადაცდომები ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს,  მაგრამ ამ კაცს რომ სამშობლო უყვარს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება.  ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური განაჩენი და არაადეკვატურ სიტუაციაშია ეს ადამიანი.  ასე რომ, მე მივესალმები,  თუ ასეთი შეთანხმება გაფორმდება,” -  განაცხადა საგანელიძემ.

 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება უკვე გაფორმდა.

პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა.  იგი რუსეთიდან საქართველოში შარშან თებერვლის თვეში დაბრუნდა. სამართალდამცველებმა კვიციანი აეროპორტშივე დააკავეს.  სასამართლომ მას 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Print