პოლიტიკა
ვაზიანი შესაძლოა ნატოს სასწავლო ცენტრი გახდეს
ნატო-ს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს ვაზიანში სამხედრო წვრთნის დასრულების შემდეგ განუცხადა. 
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სასწავლო ცენტრისთვის ადგილის მოძიების პროცესი და ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება.  "ამჟამად მიმდინარეობს ნატო-სთან ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება. ეს პროცესი გრძელდება.  ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ეს ცენტრი გაიხსნას", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.  რაც შეეხება დღევანდელ წვრთვნას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ჩატარდა მეოთხე ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის საჩვენებელი წვრთნა, სადაც გამოყენებული იყო თითქმის ყველა საცეცხლე საშუალება. მინისტრის თქმით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღო საავიაციო და საარტილერიო ძალებმა.  როგორც ჯანელიძემ განმარტა, ჩატარდა კომბინირებული წვრთნა. 
Print