პოლიტიკა
ვერშბოუ- ნატო მომავალში მხარს დაუჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას
30 იანვარს სრულდება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში. დღეს ის მონაწილეობას  მიიღებს  „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „ნატო უელსის სამიტის შემდეგ“.   ალექსანდერ ვერშბოუ  29 იანვარს  შეხვდა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. თავის „ტვიტერის“ გვერდზე ვერშბოუ წერს:  „ნატოს 28-ვე წევრი ქვეყანა მხარს უჭერს მომავალში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას,  მის მიერ ყველა აუცილებელი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში“.  ვერშბოუ აგრეთვე წერს: „ნატოსა და საქართველოს აქვთ ძლიერი პარტნიორობა, აქტიური პოლიტიკური დიალოგი და სამხედრო ძალებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა“.
Print