პოლიტიკა
რუსთაველის მეტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის მეტროსთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.   ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ  ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის,  რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფი დამნაშავეები დასაჯოს.  მისივე თქმით, როდესაც მთავრობაში აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა თებერვლიდან დაიწყება, ეს ხალხის დაცინვაა. "სააკაშვილი თავისუფლად დაიარება. ადეიშვილი არ დაუკავებიათ.  კოჰაბიტაციის რეჟიმში უნდათ ქვეყნის მართვა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ნულოვანი ტოლერანტობა "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ მათ კიდევ ერთხელ დაგვცინეს. იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე დააკლეს. ამას არ შევეგუებით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. აქციის წევრებმა იური ვაზაგაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.  ირმა ინაშვილის განცხადებით, დროა ქვეყანაში წინ წამოიწიონ ეროვნულმა ძალებმა, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით ქვეყანას გადაარჩენენ.  მისივე თქმით, დღევანდელი აქცია იმართება იმისთვის, რომ ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა საზოგადოებამ, რომელთან კონტაქტიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაკარგა. "ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარეთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვეღარ შეძლოს ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
Print