პოლიტიკა
ჰილარი კლინტონი დაიკითხა
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პირადი ელექტროფოსტის გამოყენების ფაქტზე დაკითხა. 

პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მისი მხრიდან კეთილი ნების გამოვლენა იყო.

წლების განმავლობაში იგი უარყოფდა, რომ საკუთარი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციას გადასცემდა.

ჰილარის ოპონენტები კი აღნიშნულ სკანდალს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აქტიურად იყენებდნენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხით ხშირი მანიპულირება, შესაძლოა, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის საჩუქარი აღმოჩნდეს.
Print