პოლიტიკა
ჯონ კერის ვიზიტი დაიწყო თბილისში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა.

მას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი დახვდნენ.

კერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგ მედიისთვის  ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე დაგეგმილია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა.

ქარტია თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს ეკონომიკის ვაჭრობისა და ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურის სფეროებში.

სხდომას გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხვალ დატოვებს.
Print