პოლიტიკა
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა
2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, დაიჭრა - 1 747 ადამიანი. საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადგილობრივმა, მათგან დღემდე დევნილობაში 30 000-მდე ადამიანი რჩება.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს შეიარაღებული ძალები დე ფაქტო ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა ასევე ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.

8 აგვისტოს ღონისძიებები ზუგდიდში

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულებს იხსენებენ
Print