პოლიტიკა
„ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა
პარტია "ცენტრისტები" ცესკო-მ რეგისტრაციიდან მოხსნა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.

"დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, "ცენტრისტების" რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

პარალელურად კი, ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ბედუკაძე მოწმეთა დაცვის პროგრამით აღარ ისარგებლებს. ამის შესახებ მან შეტყობინება უკვე მიიღო.

Print