პოლიტიკა
მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა
მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. მან ეს განცხადება  დღეს გამართულ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძესთან ერთად გააკეთა.

"არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე მინდა ამ პარტიას ვუსურვო წარმატებები და არჩევნებში გამარჯვება", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

პაატა ბურჭულაძეს თქმით, მერაბ მეტრეველის წასვლა პარტიისთვის დიდი დანაკარგია. "მე მინდა მერაბს გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის".

Print