პოლიტიკა
საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრების მოლოდინში
7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ნატო-ს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება.

„ვიზიტის ფარლებში შესაძლებელი იქნება განხილული იქნას ვარშავის სამიტის შედეგების იმპლემენტაციის საკითხები. ვფიქრობთ, რომ სამხედრო რეფორმების გარდა განხილული იქნება ის მიღწევები, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიის განვითარების და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიაღწია.

ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო არის უმაღლესი ორგანო, რომელიც იღებს ალიანსში გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოში მათი მეოთხე ვიზიტი, რაც არის საქართველოს მიერ მიღწეული შედეგებისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის დადასტურება.
Print