პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრობს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს ყველა ინსტიტუციისგან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

”მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალპარტიულად იყო მხარდაჭერილი. მას პრაქტიკულად ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი როგორც წინასწარ სამოქმედო გეგმაზე, ასევე შემდგომ ევროპარლამენტარებთან და საბჭოსა და კომისიაში“, - აცხადებს ბაქრაძე.

ევროპარლამენტის, სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

Print