პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდა
„ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ და მონაწილეობის ის პროცენტი, რაც დაჯდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ საარჩევნო გარემო, აქტიური არჩევნების პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, დაახლოებით, თვენახევრის განმავლობაში, იყო მშვიდი, კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარდა, რომლებიც საერთო ფონს ნამდვილად არ ართულებდა და არ ცვლიდა. ამომრჩევლის აქტიურობით და ფაქტობრივად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა’’,-ასე შეაფასა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. 

მისი თქმით, მოლოდინი არის, რომ მეორე ტური არაერთ ოლქში ჩატარდება, ამიტომაც ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ხოლო სამართალდამცველებს - ხმების დათვლის დროს მომხდარ დარღვევებზე დროული რეაგირებისკენ.

„ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შევიდეს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები“, - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
.

Print