პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამაც“ და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღო ბევრი ხმა და ნებისმიერი მოქალაქის არჩევანი პატივსაცემია, თუმცა, ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები.

სამეგრელოში კარუსელი არ ეყოთ და საქმეში ჩართეს ბანდიტები შენგელიას მეთაურებით, ბოლო საათებში გაყალბდა არჩევნები აჭარაში, ასე გაყალბდა ძალიან დიდი მასშტაბით არჩევნები თბილისში“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

რაც შეეხება მეორე ტურს, ექს-პრეზიდენტი ამბობს:

"ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ, უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება...ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების“. 


Print