პოლიტიკა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 პარტია დაფინანსდება
ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან დაფინანსებას 11 პარტია ღებულობს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ამ სიას 9 პარტია დაემატა. ეს პარტიები ე.წ. კვალიფიკაციური სუბიექტები ხდებიან.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა და მან ან საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 3% ან 3%-ზე მეტი მიიღო.

დაფინასებას მიიღებენ: “ქართული ოცნება“, “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ლეიბორისტული პარტია“, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკში შემავალი პარტიები: “ტრადიციონალისტები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“. კვალიფიციური სუბიექტი ხდება ბლოკ “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი “ევროპული საქართველო“,პაატა ბურჭულაძის “სახელწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო“.


Print