საქართველო გმობს სოხუმსა და მოსკოვს შორის სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაციას
14:40 / 03.11.2016
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საკანონმდებლო
ორგანოს მიერ მოსკოვსა
და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიკაციას
და ამას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების "ფაქტობრივი
ანექსიის პროცესის მორიგ უკანონო ეპიზოდს" უწოდებს.
„მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები