პოლიტიკა
7 ნოემბრიდან 9 წელი გავიდა
7 ნოემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით რუსთაველის გამზირსა და რიყის მოედანზე საპროტესტო აქცია დაშალა. ამავე საღამოს სპეცრაზმი შევიდა ტელეკომპანია "იმედში", რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

ქვეყანის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.
Print