პოლიტიკა
სამხედრო გაწვევა ახალი ფორმით მოხდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ წვევამდელები გაივლიან საწყის მომზადებას და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე და მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, ასევე წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის”, - დასძინა უწყების ხელმძღვანელმა.
Print