პოლიტიკა
თიბილოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის “ისტორიული სახელწოდების“ დაბრუნება სურს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. "ოსინფორმის" ცნობით, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

თიბილოვს სურს სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელწოდება - ალანია დაუბრუნოს". ამის შესახებ, მან ჯერ კიდევ 2015 წელს განცხადა. მის მიერ გაცემულ ბრძანების მიხედვით, მოსახლეობამ შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს: "თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო - სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა".

ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, "ქვეყანა" უნდა ატარებდეს მათ სახელს, ვინც ის შექმნა. მისი თქმით, "უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი სახელწოდება".


Print