პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა
გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნატო-ს 2018 წლის სამიტზე საქართველოს საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით იყოს წარმოდგენილი. გიორგი მარგველაშვილი სენატის წარმომადგენლებს ბრიუსელში გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ მხრივ მხარეებმა ნატოს-ს მომდევნო სამიტი განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ.

Print