პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულომ დეპუტატის ეთიკის კოდექსი და ფიცი დაამტკიცა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მათი ეთიკის კოდექსი და ფიცი ერთხმად დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, კოდექსი დეპუტატების უფლება-მოვალეობის განხორციელების დროს ქცევის ზოგად პრინციპებს გულისხმობს, როგორც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში.

„ეს არის კოდექსი, რომელიც ზრდის ანგარიშვალდებულებას და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ამაღლებს კოლეგიალურობის ხარიხს. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ზოგადი წესი, არამედ რეალურ ურთიერთოებებში აისახება, ოპონენტები დაიცავენ კორექტულობას და პასუხიმგებლობის ხარისხიც ამაღლდება“, - აღნიშნა წოწერიამ.



მან საკრებულოს წევრებს მოუწოდა, ზედმიწევნით დაიცვან წესი, რომელიც მათი საქმიანობის ხარისხსა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას გაზრდის.

რაც შეეხება სანქციებს, წესის დამრღვევი დეპუტატები გაფრთხილებას მიიღებენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში საკრებულოს ეთიკის კოდექსზე იმსჯელეს
Print