პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის თანამშრომლებმა თანამდებობები დატოვეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ თანამდებობა დატოვა. როგორც რადიო „ათინათს“ ლაგვილავამ უთხრა, ის სამხარეო ადმინისტრაციიდან გუნდთან ერთად წავიდა.

„შევხვდი გუბერნატორს ვისაუბრეთ და სწორედ ამის შემდეგ მივიღე წასვლის შესახებ გადაწყვეტილება. გვაქვს სხავადსხვა შემოთავაზებები და მალე გადავწყვეტთ სად გავაგრძელებთ საქმიანობას“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

მანამდე, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ დატოვა.


Print