პოლიტიკა
ალექსანდრე მოწერელია: ლაშა გოგიას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მერის გადაწყვეტილების შესახებ წუხელ შეიტყო და მიზეზები არ იცის. 

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა გადაწყვეტილებას, რაც არის მიღებული, მიზეზებს ალბათ თვითონ იტყვის. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს,  მე არ მომისმენია. ჩემთვის არ იყო ცნობილი გოგიას ამ გადაწყვეტილების შესახებ. დილიდან სოფლებში დავდივარ და მათთან კომუნიკაცია არ მქონია. აღნიშნული საკითხით აუცილებად დავინტერესდები. მის საქმიანობას კი მოსახლეობა შეაფასებს", - განაცხადა მოწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, თანამდებობის დატოვებს შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა. რაც შეეხება ვიცე-მერს გია გულორდავას მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კანცელარიას უკვე გადასცა.

ამავე თემაზე:

ვიცე-მერი გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგა






Print