პოლიტიკა
სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც რადიო „ათინათს“ უწყებაში უთხრეს, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანია  "რუსთავი 2"-მა აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

მანამდე სუს-ში ლაშა გოგია ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.


ამავე თემაზე:

ალექსანდრე მოწერელია: ლაშა გოგიას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ



Print