პოლიტიკა
ლაშა გოგიას ზუგდიდში ორშაბათს ელოდებიან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი მერი, რომლებმაც თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა ჩეხეთში, სასწავლო ვიზიტით იმყოფება. ლაშა გოგიას ზუგდიდში ორშაბათს ელოდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს.

„ლაშა გოგია "საქართველოს მუნიციპალიტეტების სავაჭრო პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც 11-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იმართება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაშა გოგია ორშაბათს ზუგდიდში იქნება“, - გვითხრეს მერიაში.

ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე გოგია სუს-ში ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს უწყებაში დაკითხვაზე ვიცე მერმა გია გულორდავაც დაიბარეს. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.


ამავე თემაზე:

გია გულორდავა სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს
Print