პოლიტიკა
აფხაზეთიდან გატაცებული პეტერბურგელი ბიზნესმენი გაათავისუფლეს
აფხაზეთიდან გატაცებული რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფრომაციას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანაშემწე დაურ ამიჩბა ავრცელებს. მისივე ცნობით, იაკოვლევი პროკურატურაში გამოცხადდა და ჩვენებები მისცა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფებოდა ის ოთხი თვის განმავლობაში და როგორ მოხდა მისი გათავისუფლება. ბიზნესმენი დაკითხვის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა.

აფხაზურ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეტერბურგელი ბიზნესმენი 20 ივნისს სამმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ახალი ათონის სასტუმროდან გაიტაცა. რის შემდეგ, მისმა ცოლმა მიიღო წერილი, რომელშიც გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 200 მილიონ რუბლს ითხოვდნენ. სასტუმროს ნომერში, რომელშიც იაკოვლევი ცხოვრობდა, სამალავში დიდი ოდენობით თანხა აღმოაჩინეს.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე თავდასხმისა და გატაცების ფაქტზე გუდაუთის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.



Print