პოლიტიკა
ზუგდიდიდან ენმ-მ შემოწირულობის სახით 70 ლარი მიიღო
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდიდან აგვისტოსა და სექტემბერში შემოწირულობის სახით 70 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ზუგდიდში მცხოვრებმა ნინო ქადარიამ ოპოზიციურ პარტიას სექტემბერში - 50, ინგა გერგედავამ კი 20 ლარი გადაურიცხა.

სექტემბერში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობის სახით სულ 442 691 ლარი, აგვისტოსა და სექტემბრის პირველ რიცხვებში კი - 345 476 ლარი მიიღო.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. მოძრაობაში "ძალა ერთობაშია" სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ენმ-ც შედის.

რადიო "ათინათმა" მასალის მომზადების დროს პირადი ნომრის მიხედვით (1900 და 6200-ით დაწყებული ნომრები) იხელმძღვანელა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელებმა სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ 30-30 თეთრი შესწირეს
Print