პოლიტიკა
სოხუმში გატაცებული გენადი სანაიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე გაურკვეველია
სოხუმში 24 აგვისტოს გატაცებული გენადი სანაიას ადგილსამყოფელი ჯერაც გაურკვეველია. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა დაურ ამიჩბამ განუცხადა.

„სანაიას ნათესავები არასათანადოდ თანამშრობლობენ გამოძიებასთან. ვერ გეტყვით, რასთან არის ეს დაკავშოირებული, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს გამატცებლების პირობას, არ იკონტაქტონ სამართალდამცველ სტრუქტურებთან“, - დასძინა მან.

მოქალაქე გენადი სანაიას გატაცების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 31 აგვისტოს აღიძრა. გაუჩინარებულის კუთვნილი ავტომობილი სამართალდამცველებმა სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში იპოვეს.

„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, საქმე დე ფაქტო რასპუბლიკის გენერალური პროკურორის პირად კონტროლზეა აყვანილი, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყება დეტალებს, ჯერჯერობით, არ ახმაურებდა.

1943 წელს დაბადებული გენადი სანაია ცხოვრობს სოხუმსა და მოსკოვში. ის ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის ვალტერ სანაიას (დაიბადა ოჩამჩირეში, თამაშობდა, სოხუმის, თბილისის და მოსკოვის „დინამოს“ გუნდებში) ვაჟია.

Print