პოლიტიკა
უსუფაშვილი ზუგდიდში: „ოცნება გასაშვებია, ნაციონალები - არმოსაშვები“ (ვიდეო)
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. მან შეკრებილებს საკუთარ პროგრამასთან ერთად მომავალი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებებიც გააცნო. უსუფაშვილი ამბობს, რომ არჩევანი არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ , არამედ, მისი თქმით, ღირსეულ პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა გაკეთდეს.

„ჩემი მთავარი გზავნილია, რომ უნდა დასრულდეს სახელმწიფობანას თამაში. „ოცნება“ გასაშვებია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ მოსაშვები. ამ მუდმივი ქიშპობით ქვეყანა იშლება და ზარალდება. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია სიტყვითაც და საქმითაც. ამ უკუღმართმა სისტემამ გააჩინა განცდა, რომ მეტი არ შეგვიძლია, არადა, ერთად ყოფლით უკეთესი ქვეყნის აშენებაც შეგვიძლია და მეტიც... ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს შეჭმარიტად გამაერთიანებელი, მან უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.



პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ არჩევნების პირველ ტურში გაამრჯვებული ვერ გამოვლინდება და მეორე ტურში ბრძოლის იმედი აქვს.

„მე ვარ კმაყოფილი მხარდამჭერების ზრდის ტემპით. ამ ვითარებაში ჩვენ თუ შევინარჩუნეთ ზრდის ეს ტემპი, მე ვამბობ, რომ მეორე ტურში შევძლებ ბრძოლას. უნდა მოხდეს სასწაული ან დამახინჯება რეალობის, რომ პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი მივიღოთ“, - დასძინა დავით უსუფაშვილმა.


alt

სიტყვით გამოსვლამდე მხარდამჭრებს „შენების მოძროაბის“ სხვა წევრებმაც მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა სხვა კანდიდატს შორის დავით უსუფაშვილი ერთდაერთია, რომელსაც სახელმწიფოს სწორი გზით განვითარება შეუძლია.

„ის იქნება ხალხის პრეზიდენტი. მისი გამარჯვებით საქართველოში დასრულდება პიროვნებების ხელმძღვანელობა და იქნება კანონისა და კონსტიტუციის უზენაესობა“, -აღნიშნა „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ბიძინა ყალიჩავამ.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

უსუფაშვილი: ზურაბიშვილი არა მოღალატე, არამედ პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია
Print