პოლიტიკა
ფოთის მერმა და მაჟორიტარმა სალომე ზურაბიშვილს 100 000 ლარი შესწირეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფოთის მერმა და პარლამენტში მაჟორიტარმა სალომე ზურაბიშვილს თანხა შესწირეს.


alt

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მერმა გოჩა კურდღელიამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს - 40 000, მაჟორიტარმა ირაკლი ხახუბიამ კი 60 000 ლარი 15 ოქტომბერს ჩაურიცხეს.


alt

გოჩა კურდღელიას სხვადასხვა დროს თანხა ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი პარტიებისთვის აქვს შეწირული. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მან 2012 წელს 10 000 ლარი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 2016 წელს კი "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება ირაკლი ხახუბიას, მან 2012 წელს "ენმ"-ის 10 000 ლარი დაურიცხა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელებმა სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ 30-30 თეთრი შესწირეს




Print