პოლიტიკა
სოხუმი: აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზია 40 წლისაა
დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზია 40 წლისაა. „აბხაზია ინფორმის“ ცნობით, ის "მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაუწყებლობს, ხოლო გადაცემები, სამჯერ გადის ეთერში". აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მაუწყებლობა 1978 წელს დაიწყო. ამ დროიდანვე არსებობს ახალი ამბების გამოშვება „ამშეიკუშარა“. გადაცემები ეთერში აფხაზურ და რუსულ ენებზე გადის.

დღეს, სოხუმის ფილარმონიაში აფხაზური ტელევიზიის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

Print