პოლიტიკა
სოხუმი: 33 წლის წინ დამწვარი სასტუმრო „აბხაზიას“ აღდგენა დღემდე ვერ ხერხდება
სასტუმრო აფხაზეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება , რომლესაც 2007 წელს მოეწერა ხელი, არ შეიცავს მხარეთა პასუხისმგებლობის პუნქტებს, რის გამოც, მისი ანულირება შეუძლებელია. ამის შესახებ „ქონების მართვის და პრივატიზციის სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ განაცხადა.

ქალაქის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო „აბხაზიას“ შენობის პრივატიზაცია, 11 წლის წინ მოხდა, თუმცა, აფხაზეთის ბრენდად მიჩნეული სასტუმრო აქამდე არ აღუდგენიათ, წერს "აბხაზია ინფორმი".

"ჩვენ ვამზადებდით დოკუმენტებს საარბიტრაჟო სასამართლოში შესატანად, იმისთვის რომ სასტუმროს ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულების ანულირება მოხდეს, თუმცა არ გამოგვდის, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს მხარეთა პასუხისმგებლობას, მხედველობაში მაქვს ის, რომ მყიდველის მხარე არ აგებს პასუხს იმ პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ ფიფიამ.

მისი თქმით, „ქონების მართვის კომიტეტი“ ამზადებს ახალ შეთანხმებებს, სადაც მითითებულია საინვესტიციო თანხის ოდენობა და ასევე ექსპლუატაციაში ჩაშვების ვადები.

"რაც შეეხება სასტუმრო „აბხაზიას“, აქ უფრო რთულად გვაქვს საქმე. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით დამფუძნებლებს. გავესაუბრეთ მათ, თუმცა, სამწუხაროდ, საქმე ადგილიდან არ იძვრის და იგივე სიტუაციაა, რაც 2007 წელს იყო", - თქვა ფიფიამ.

2007 წლის 25 დეკემბერს „აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო ამ სასტუმრო კომპლექსის პრივატიზაციის საკითხი. 2014 წელს, სასტუმროს მფლობელებმა განმარტეს ის მიზეზები, რის გამოც სასტუმრო ამ დრომდე ვერ მოახერხეს სასტუმრო კომპლექსის აღდგენა.

მაშინ ისინი წერდნენ, რომ არც „რესპუბლიკის აღიარებამდე და არც მისი აღიარების შემდეგ" რუსულმა ბენკებმა მათზე სესხები არ გასცეს, მათივე ცნობით, ექსპერტებმა პროექტის ღირებულება 75 მილიონ დოლარად შეაფასეს. მათივე თქმით მათ საკუთარი სახსრებით შეძლეს სასტუმრო კომპლექსის დაკონსერვება. მათივე თქმით, თავის დროზე სასატუმრო არა გადაყიდვის, არამედ აღდგენიდ მიზნით შეიძინეს, „რათა ის ისევ გახდეს ქალაქის სავიზიტო ბარათი“.აქვე აღნიშნულია, რომ მფლობელები მზად არიან განიხილონ სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვის მიზნით შემუშავებული ყველა წინადადება.

სასტუმრო „აბხაზიას“ კუთვნილი უძრავი ქონება 2008 წელს შპს „კონტინენტალმა“ 72 მილიონ 780 ათას რუბლად შეისყიდა. კომპლექსის ფართობი 29 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება.

სასატუმრო „აბხაზია“ 1938 წელს არქიტექტორების გოლუბევის და შჩუკოს პროექტის მიხედვით აშენდა. შენობა 1985 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.

Print