მსოფლიო
ეუთო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ ოქმს აქვეყნებს
ოპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი ოქმი გამოაქვეყნა. როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, სამშვიდობო გეგმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს ინიციატივით შეიქმნა. სამშვიდობი გეგმა 12 პუნქტისგან შედგება, მათ შორის კომუნიკეში საუბარია იარაღის გამოუყენებლობაზე, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უსაფრთხოების ზონების შექმნაზე, ასევე მძევლებისა და უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ გათავისუფლებაზე. კერძოდ, ოქმში აღნიშნულია: 1. სასწრაფოდ უზრუნველყოფილი იქნას იარაღის გამოუყენებლობა ორივე მხრიდან; 2. განხორციელდეს ეუთო-ს მიერ მონიტორინგი და ვერიფიკაცია იარაღის არგამოყენების თაობაზე; 3. განხორციელდეს ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მათ შორის მიღებულ იქნას უკრაინის კანონი "დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რეგიონებში დროებითი თვითმართველობის შესახებ" (კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ); 4. უზრუნველყოფილი იქნეს მონიტორინგი და ვერიფიკაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ეუთო-ს მხრიდან და ასევე შეიქმნას უსაფრთხოების ზონები რუსეთ-უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიასთან; 5. უპირობოდ იქნეს გათავისუფლებული ყველა მძევალი და უკანონოდ დაკავებული ყველა პირი; 6. მიღებულ იქნას კანონი იმის შესახებ, რადგან არ განხორციელდეს იმ პირების დევნა, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობდნენ; 7. გაგრძელდეს ინკლუზიური საერთო ნაციონალური დიალოგი; 8. მიღებულ იქნას ზომები დონბასში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის; 9. უზრუნველყოფილი იქნას ადგილობრივი ვადამდელი არჩევნების ჩატარება უკრაინის კანონის შესაბამისი კანონმდებობით. (კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ); 10. უკრაინის ტერიტორიიდან გამოყვანილი იქნას უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, სამხედრო ტექნიკა და დაქირევებული მებრძოლები; 11. მიღებულ იქნას პროგრამა დონბასის რეგიონის ეკონომიკური აღორძინების კუთხით; 12. უზრუნველყოფილი იქნას კონსულტაციის მონაწილეებისთვის პირადი უსაფრთხოების გარანტიები.
Print