მსოფლიო
პუტინი და პოროშენკო ზავის პირობების დაცვით კმაყოფილები არიან
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვით კმაყოფილები არიან. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერმა 9 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრისას განაცხადეს,წერს ინტერნეტ-გამოცემა გაზეტა.რუ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 5 სექტემბერს მინსკის მოლაპარაკებების შედეგად, კიევის, ეუთოს და სეპარატისტების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
Print