მსოფლიო
ავსტრალიამ ტერორისტული საშიშროების მაღალი დონე გამოაცხადა
ავსტრალიამ, პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტერორისტული საშიშროების დონე საშულოდან მაღალ ზღვარზე გადაიყვანა. ხელისუფლება შიშობს, რომ ჯიჰადისტებმა,შესაძლოა,იმ ავსტრალიელების გამო იძიონ შური,რომლებიც ახლო აღმოსავლეთში დაჯგუფება „ისლამისტურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად გაემგზავრნენ. ამავე დროს, ავსტრალიის პრემიერ - მინისტრმა ტონი ებოტმა პრეს-კონფერენციაზე განაცახადა, რომ სადაზვერვო სამსახურებს ჯერ არ გააჩნიათ ინფორმაცია მოსალოდნელ თავდასხმაზე.
Print