მსოფლიო
კატალონიელებს დამოუკიდებლობა სურთ
ბარსელონაში გუშინ,11 სექტემბერს,გამართულ მიტინგზე ორ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება 9 ნოემბერს გადაწყდა. კატალონიის ეროვნულ დღესასწაულზე ორ მილიონამდე კატალონიელმა წითელ-ყვითელი,ეროვნული სომბოლიკით დამშვენებული,მაისურები ჩაიცვა და „ცოცხალი“ ასე «V» შექმნა,რომელიც გამარჯვების,ნებისა და ხმის მიცემის სიმბოლოს წარმოადგენს. ბარსელონაში მომიტინგეები კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას ითხოვდნენ.თავისი ნების გამოხატვას ისინი 9 ნოემბერს დაგეგმილ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე აპირებენ. ხოლო მომავალ კვირას,18 სექტემბერს,შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება.თუ შოტლანდიელთა უმრავლეობა სუვერენიტეტს დაუჭერს მხარს,2016 წლის მარტში, შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გავა.
Print