მსოფლიო
ებოლას ვირუსს ლიბერიაში ამერიკელი სამხედროები შეებრძოლებიან
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირები ობამა დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. სავრაუდოდ, ამერიკელი სამხედროები ახალი ჰოსპიტალების აშენებასა და ექიმების მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე, კუბის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ციებ-ცხელებასთან გასამკლავებლად, სიერა-ლიონეში 160 მედიცინის მუშაკს გაგზავნის. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარგარეტ ჩანის განცხადებით, ამ საშიშ ინფექციასთან საბრძოვლელად, რომელიც ახლა დასავლეთ აფრიკაში ელვის სისწრაფით ვრცელდება , აუცილებელია მედიკოსების უფრო დიდი რაოდენობის მოზიდვა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ციებ-ცხელებისაგან უკვე 2,4 ათასი დაიღუპა.
Print