მსოფლიო
"თალიბებმა"12 მშვიდობიან მოქალაქეს თავი მოკვეთეს
ინფორმაციას ,თალიბების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების თავის მოკვეთის  შესახებ -"ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ასადულა ენსაფის განცხადებით, კვირის განმავლობაში "თალიბებმა" არჯისტანის რაიონში რამდენიმე სოფელზე განახორციელეს თავდასხმა. უცხოური მედიის ცნობით, "თალიბების" თავდასხმებს 80 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტებმა ასევე გადაწყვეს 60-მდე სახლი.
Print