მსოფლიო
ობამა 5 მილიონ მიგრანტს ლეგალიზაციას დაჰპირდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  BBCNews-ში განაცხადა, რომ გეგმავს 5 მლნ არალეგალურ მიგრანტს დროებითი სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს.

პირველ რიგში ეს შეეხება იმ ბავშვების მშობლებს, რომლებიც აშშ-ში დაიბადნენ და ასევე იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე 5 წელზე მეტია ცხოვრობენ.

ეს განცხადება ობამამ ტელემიმართვისას გააკეთა და ასევე განაცხადა, რომ ლეგალიზაციისთვის, უცხოელებმა გადასახადები უნდა გადაიხადონ და ასევე არ უნდა ჰქონდეთ კრიმინალური  წარსული.

„თუ თქვენ დამნაშავე ხართ, თქვენი დეპორტაცია მოხდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან თქვა,რომ იმიგრანტების მიერ შექმნილმა სახელმწიფომ, სხვა იმიგრანტებსაც უნდა მისცეს შანსი.

აშშ-ში 12 მლნ-ზე მეტი უკანონო იმიგრანტი ცხოვრობს, ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ყოველწლიურად აშშ დაახლოებით 400 ათას ადამიანის დეპორტირებას ახდენს.
Print